რეზონანსი
26.11.2020

ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის და დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთულ სცენარზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში" განაცხადა.

მისი თქმით, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს.

„ჯანდაცვის სისტემა, არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური სისტემა და აქ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია სისტემის იმაზე მეტად მომზადება, რაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მთელი თავისი გუნდით შეძლო და გააკეთა. ჩვენ რეალურად არ გვქონდა ისეთი ძლიერი სისტემა, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკას. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსიც, რა თქმა უნდა, მწირია იმ რესურსთან შედარებით, რაც სხვა ქვეყნებს გააჩნია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით გაზაფხულთან შედარებით ათჯერ უფრო გაგვეზარდა საწოლფონდი და მაქსიმალურად მოვმზადებულვიყავით იმ მეორე ტალღისთვის, რომელიც გაზაფხულზე იყო დაანონსებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით ვირუსის გავრცელების იმ პერსპექტივასა და შესაძლებლობას, რომელიც არსებობდა. მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების სამი დონე, მსუბუქი, საშუალო და რთული და ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის და დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთული სცენარისთვის. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღესდღეობით შევძელით და მიუხედავად ძალიან ბევრი და ზოგ შემთხვევაში საფუძვლიანი კრიტიკისა, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს. მოლოდინი იმისა, რომ გარკვეულწილად, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებს ექნებოდათ დაგეგმილი უფრო ზომიერი შეზღუდვები, ჯანდაცვის სისტემასაც ჰქონდა, მაგრამ გამომდინარე იმ პოლიტიკური ვითარებიდან, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილება და არჩევანი იყო. ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ არჩევნები საქართველოში და ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ თავიანთი აქტივობით არჩევნებზე დაადასტურეს ის, რომ ეს იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და მათ სურდათ დემოკრატიული არჩევნები იმისთვის, რომ გარანტირებული ჰქონოდათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბალანსი და მდგრადობა ქვეყნის. მოქალაქეების აქტივობამ ეს დაადასტურა, რაც რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვნად აისახა ინფექციის გავრცელებაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (27.11.2020)
გაანებე ეკა ამ საქმეს თავი. გელოდები. ვნახოთ მე თუ გამიძლებ აბა.

--   (26.11.2020)
ეს ნამდვილად დებილია!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×