რეზონანსი
30.11.2020

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა ვირუსის გავრცელებ შენელდეს.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, უკვე გააფრთხილეს ის მეწარმეები, ვინც დადგენილ ნორმებს არ იცავენ, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მათ კანონის შესაბამისად დააჯარიმებენ.

მალხაზ თორიას განმარტებით, არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა მივიღოთ დასახული შედეგი.

მალხაზ თორიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა.

შეხვედრას - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია, სამხარეო, საპატრულო პოლიციის, სურსათის ეროვნულ სამმართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×