რეზონანსი
01.12.2020

2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან კომპანიების - „მცხეთისწყლისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გაერთიანების შედეგად ქალაქ მცხეთის აბონენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოემსახურება.    

ქალაქ მცხეთის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას ჯორჯიანუოთერენდფაუერი გააგრძელებს. კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.

ქალაქ მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია ჯორჯიანუოთერენდფაუერის ცხელი ხაზისა (032)2931111 და ვებგვერდის  ონლაინ ჩათის საშუალებით (www.gwp.ge).

პანდემიის პერიოდში სერვის ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურებიან. შემდეგ კი ქალაქ მცხეთის სერვის ცენტრი მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.  ამ ეტაპზე განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე  www.gwp.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×