რეზონანსი
01.12.2020

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევრებმა ის მექანიზმები შეისწავლეს, რომლითაც ახალ კორონავირუსს ადამიანის ტვინში შეღწევა შეუძლია. ასევე ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ამ დროს ვირუსი. ინფორმაციას neurosciencenews-ი ავრცელებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი ტვინში ლორწოვანი გარსის ნევრული უჯრედების საშუალებით აღწევს, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული. დღესდღეობით აღიარებულია, რომ კოვიდი მხოლოდ რესპირატორული დაავადება არ არის. ფილტვებზე ზემოქმედების გარდა, SARS-CoV-2 გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც ახდენს. კოვიდით ინფიცირებული ყოველი სამი ადამიანიდან ერთი აღნიშნავს, რომ მათ სუნისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს, აღენიშნებათ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხევა და გულისრევა.

როგორ აღწევს ვირუსი ადამიანთა ტვინში?

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ის მექანიზმი გამოიკვლია, რომლითაც ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს. კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა Charité-ს კლინიკაში კოვიდით გარდაცვლილი 33 ადამიანის ქსოვილის ნიმუშები აიღეს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მკვლევრებმა ნიმუშები გარდაცვლილი პაციენტების ყნოსვის ორგანოს ლორწოვნი გარსიდან და ტვინის 4 სხვადასხვა ნაწილიდანაც აიღეს.

მკვლევრებმა ვირუსის გენეტიკური მასალა ისეთ ნეიროანატომიურ სტრუქტურებში აღმოაჩინეს, რომლებიც თვალებს, პირსა და ცხვირს ტვინის ღეროსთან აკავშირებს. ვირუსის ყველაზე დიდი გენეტიკური მასალა ლორწოვანი გარსის ნევრულ უჯრედებზე აღმოჩნდა, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული.

„შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ SARS-CoV-2 იყენებს ლორწოვან გარსს, რომელიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული, რათა ტვინამდე მიაღწიოს",- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჰეპნერი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×