რეზონანსი
01.12.2020

საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ დაიჭერენ და თემას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გამოიყენებენ. გვარამია მოლაპარაკებების დროს ამ თემის განხილვის წინააღმდეგია და მოუწოდებს პოლიტიკოსებს ნუ წავლენ დათმობაზე ხელისუფლებასთან.

"მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო.ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში. ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.

რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, ქართული ოცნება არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.

ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწიოეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებულ ან დასაკავებელ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? ესე არაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები და დასაჭერად გამზადებულუები? თუ აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა?", - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
******   (02.12.2020)
"ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან"–ამ სიტყვებს ეს რომ სხვაზე იტყვის სასაცილოა ძალიან. საწყალს ციხეში არ უნდა, ეშინია,ციხე ისევ ისეთი ჰგონია მაგათ დროს რომ იყო–ჯოჯოხეთი. ისე კია ღირსი ისეთი ციხის.

გალელი   (01.12.2020)
თქვენ რომელი მედეა ხართ? პირადად ყოველთვის მომწონდა ამ სახელით შემოსული ადამიანის კომენტარები,ნამდვილად გასათვალისწინებელი,სამართლიანი. ეხლა ალბათ ეს მედეა სხვაა,თორემ ასე 180 გრადუსით ვერ შემოტრიალდებოდა მისი თავი უარესობისკენ. იმედს ვიტოვებ რომ ეს არ არის ჩემს მიერ არაერთხელ ქებული პიროვნება. P.S. გვარამია და სამშობლოს მოყვარული? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.გიწიმინდას იშო

anni   (01.12.2020)
VAI shens patrons MEDEA,aseti martali iqnebi shenc rogorc GVARAMIA,SHEN XAR NACBOZI!

მედეა   (01.12.2020)
დასაჭერი კიარა, უმადლოდეთ ამ ნიჭიერ კაცს, ეს რომ არა აფსაიდში ხომ ამყოფებენ ხალხს, მერე გენახათ, მართლა აფსაიდი და ბრმა ყრუობა. მე პირადად მადლობას უხდი ბ.ნიკას აქტიურობისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის. არა და ბიძინას უყვარს თურმე სამშობლო.

Gufa   (01.12.2020)
Karga xania dasacheri xar she teslo

simartle   (01.12.2020)
SHEN saqartvelos daudzinebelo mtero! didi xania dasacheri xar normaluri mtavroba da samartali rom ikos saqartveloshi shen da shenistanebis adgili cixe da jojoxetia,shen ar unda gaixaro,ar unda daeswro axal wels, she satana,MISHA mkvlelis ukanalis salfetko!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×