
ჩვენი გეგმა არის ცნობილი, ჩვენი შეფასება არჩევნების მიმართაც ცნობილია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება, მანამდეც. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა უბრალოდ, რომელიღაცა პარტიას და ბევრ პარტიას უნდა ასე და ამიტომ, - ამის შესახებ „ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ხელისუფლების ადგილზე, რაც უფრო მალე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საღი აზრის ფარგლებს მიღმა არიან გასულები და ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა. ქვეყნის მოსახლების უმრავლესობა, როცა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ან გაყალბდა ან უბრალოდ არ ჩატარებულა, ამ რეალობას ვერ შეცვლის კობახიძისა და სხვა „ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავების რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს პირველი ნოემბრიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.