რეზონანსი
01.12.2020

პაატა იმნაძე გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთი მზად არის საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V მიაწოდოს. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მხოლოდ ის პრეპარატები მოხვდება, რომლებსაც ჯანმო დაამტკიცებს.

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე ლაპარაკი არ არის“, - დასძინა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
******   (02.12.2020)
რუსული ვაქცინა არავის უნდა.გარდა ჩამორჩენილი ქვეყნების,რაზეც დიდი ბრძოლა აქვს გაჩაღებული რუსეთს.მოუსმუნეთ და უყურეთ ხანდახან რუსეთის არხებზე პოლიტიკურ თოქშოუებს.

******   (02.12.2020)
რუსული ვაქცინა არავის უნდა.გარდა ჩამორჩენილი ქვეყნების,რაზეც დიდი ბრძოლა აქვს გაჩაღებული რუსეთს.მოუსმუნეთ და უყურეთ ხანდახან რუსეთის არხებზე პოლიტიკურ თოქშოუებს.

ივანე   (01.12.2020)
მთელი დავადების მოდება გადადება და გავრცელებას აქვს ერთი მიზანი: დიდი რუსეთი და დიდი ძმა დაეხმაროს ქართველებს და გადარზჩინონ სიცოცხლეს ან კიდევ რომ სულ ამოწყვიტონ ქართველები თავისი ნოვიჩოკით :))))))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×