რეზონანსი
03.12.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია პერფომანსი გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ბათუმში მიმდინარე აქციებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა, შსს-ს შენობასთან ბუშტები გაუშვეს.

მათივე თქმით, ბუშტები საშიშროებას არ წარმოადგენს და აბსურდია, როდესაც პოლიციელები მოქალაქეებს ბუშტების გაშვებას უკრძალავენ.

„მიმდინარეობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია. ამ ხელისუფლებამ შეზღუდვებს დაამატა კიდევ ერთი შეზღუდვა და საზოგადოებას ეუბნება, რომ ბუშტების გაშვება არის დასჯადი. ერთპარტიული პარლამენტით იმდენად ხიბლში არიან ჩავარდნილი, რომ ბოლომდე დიქტატურა უნდათ დაამყარონ. ეს არის იმის მესიჯი, რომ ვერანაირ დიქტატურას ვერ დაამყარებენ. ვისაც ბუშტის გაშვება მოუნდება, ბუშტებს გაუშვებენ, ხელისუფლების გაშვება როცა მოუნდებათ, ხელისუფლებას გაუშვებენ. როგორც ბუშტებს გავუშვებთ, ასე გავუშვებთ ამ მთავრობას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×