რეზონანსი
03.12.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა დღეს ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი სხდომა.

„საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩატარდება თუ არა ეს შემაჯამებელი სხდომა, რადგან წინასწარ ვიცით, რასაც გააკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ზუსტად იმას გააკეთებს, რაც გააკეთა პირველი ტურის შეჯამების დროს, ის, რომ საერთოდ სრული იგნორი იყო ყველა იმ საჩივრის, რომელიც დაიწერა ოპოზიციის მიერ, საერთოდ არ განიხილეს არც ერთი საჩივარი, რომელიც დაწერილი იყო არასამთავრობო სექტორის მიერ და პირდაპირ დაამტკიცეს ის ციფერები, რომელიც სურდა ივანიშვილს, დღესაც ზუსტად ანალოგიური სხდომა იქნება და კრება დარჩება მხიარული", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, უდუმაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ფართომასშტაბიანი აქცია არ იგეგმება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეიკრიბება ყველა პარტია, რომელიც გააფორმებს ერთობლივ დოკუმენტს და ოფიციალურად უარს იტყვის მანდატებზე.

„პირველ სხდომაზე ჩვენ არ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, მაგრამ იპოზიციის მხრიდან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, სადაც ყველა ის პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი და შევიდა პარლამენტში ცესკო-ს ამ მომაცემებით, და ის პარტიები, რომლებიც დარჩნენ პარლამენტს მიღმა, ყველა შეიკრიბება და გააფორმებს ერთობლივ დოკუმენტს, სადაც ჩვენ ოფიციალურად უარს ვიტყვით მანდატებზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპრაკებებს, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, მთავარია, მმართველი გუნდი მაგიდასთან გონივრული წინადადებით მივიდეს.

„მთავარია, დროულად მოეგოს გონს ხელისუფლება და მაგიდასთან მოიტანოს ის წინადადება, რომელიც იქნება განსახილველი და არ მივიდეს იმ წინადადებით, რომელსაც უბრალიდ არც კი განვიხილავთ. ახლა ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ახლა ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური ფონი, ყველა მიმართულებით, ეკონომიკის, კოვიდ პანდემიის მხრივ, პოლიტიკური კრიზისი, ამდენ კრიზისს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება, ამიტომ თუ აქვს ნება, რომ ერთი თავის ტკივილი მაინც მოიშოროს, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველამ ერთად მივხედოთ იმ ორ დანარჩენ პრობლემას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, მოვიდეს მაგიდასთან გონივრული წინადადებით", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×