რეზონანსი
03.12.2020

არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ცალკე არაფერს წყვეტს.

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც მეორე ტურის დროს, როდესაც პრაქტიკულად ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება". არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას" არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
SOS   (03.12.2020)
am SAFRTXOBELA GAVARVAREBUL GOMBESHOS RA DAAOKEBS ISEA AXUREBULI MISHASGAN! TFUI SHENI DEDAS SHEV-I,SHE WAKLA!

ბადრი   (03.12.2020)
მეტნაკლებად დამშვიდნენ "პოლიტიკოსი" ქალები. ამას რა მოურჩენელი სჭირს ვერ გამიგია.სანამ სიძულვილისაგან მთლად არ გადმოსცვენია ეს თვალები იქნებ ვინმემ გააჩეროს. ან და არა ჰყავს ან ძმა არ ეცოდებათ ეს უბედური?

sos!   (03.12.2020)
ვინაა ეს დაუოკებელი ქალი ა? წადი უკრაინაში,თორემ წაგართმევენ ბელადს და დამაწყნარებელ,დამამშვიდებელ წამალს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×