
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და აცხადებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ არხი 58 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც გვარამია წერს, დაჯარიმების მიზეზი 6-7 ნოემბერს არხის ეთერში გასული კლიპია:
"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე.
მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 ათასი ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა.ლ - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი.
არგუმენტი - ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება
წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს "საარჩევნო კოდექსი". კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და "მაუწყებლობის კანონით" დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5 ათასი ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58 ათასი -ით.
წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა? " - წერს გვარამისა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.