რეზონანსი
03.12.2020

„პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურად გაარკვია 1-ელ დეკემბერს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" დაყაჩაღებაში ბრალდებულთა ვინაობა.

სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და 3500 ლარი გაიტაცა.

თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები არიან 36 წლის ვასილ ნანიაშვილი და 47 წლის იმედა წიკლაური.

დაკავების შესახებ ინფორმაცია ვარკეთილში, იმედა წიკლაურის მეზობლებმა დაგვიდასტურეს. მათი თქმით, მეორე დაკავებული ვასილ ნანიაშვილი წიკლაურის სახლში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეებში არცერთი მათგანი აღარ შეუნიშნავთ.

კოვიდკლინიკაზე ყაჩაღური თავდასხმის ამსახველი კადრებით ცნობილი ხდება, რომ დამნაშავეები „ტტ"-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით იყვნენ შეიარაღებულნი.

იხილეთ სრულად - პრაიმთაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეორლეონე   (03.12.2020)
ხო ეკიდებით გაგებით აქოთებულო ქოცმაცუნებო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×