რეზონანსი
04.12.2020

როდესაც პაციენტს, ტემპერატურა და ხველა უგრძელდება, ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს და ეს გრძელდება 48 საათზე მეტი, აქვს შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად ასაკისა, დაავადებისა ესეთი პაციენტები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ჰქონდეს ადამიანს და ამას ვერ გრძნობდეს, ამიტომ არის ეს ვირუსი ვერაგი. სატურაცია არის განმსაზღვრელი, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ პირველი საგანგაშო არის ცხელება, 38+1, რომელიც არის 48 საათის განმავლობაში", - განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროს" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბადრი   (04.12.2020)
მადლობა თქვენ დაუღალავი შრომისთვის ბატონო ლევან

ლიკა   (04.12.2020)
იმედია ყველა გაითვალისწინებს ამას


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×