რეზონანსი
04.12.2020

მჯერა, რომ „გირჩის" სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტები პარტიებში მომხდარა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში", მაგრამ „ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება".

„ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის შიდა პრობლემები, რომლებიც უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე.

მჯერა, რომ „გირჩის" სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. თუმცა სამწუხაროა, მე თითოეულ მათგანს ვიცნობ, პატივს ვცემ. მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში" სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია რომ ეს ყველაფერი მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (04.12.2020)
არაფერი საშინელება არ ხდება ჯერჯერობით. მერე ვნახოთ

კახელი   (04.12.2020)
ეს სამშობლოს მოღალატე გირჩის რა დაიშალა ანაცუა-ბანავუასავით.ეხლა იარეთ შარვალ ჩახდილებმა და ღვდლების მოწმობებით.ამდენი ახალგაზრდის რწმენის შეტევისთვის ღმერთი ისედაც დავსჯით


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×