რეზონანსი
04.12.2020

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს, გომელაურმა ასე უპასუხა: „ალბათ გამოვაცხადებთ".

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა.

„შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ",- განაცხადა გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×