რეზონანსი
13.01.2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ბოლო ინფორმაციით , ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მიმდინარეობს დიალოგი მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გუბერნატორის ჩართულობით.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Ხო   (13.01.2021)
ამასაც მოვესწარით და კიდევ მეტსაც მოვესწრებით. ლომჯარია ნაცმოს ფარული საცეცები კიდევ ბევრ ეგეთ შარს მოგვდებს. ლომჯარიან საცოდავო სოროსოისტკა, აღიგვები მალე. საქართველოს ვერაფერს დაუშავებ გველის წიწილო!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×