რეზონანსი
13.01.2021

ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე ფეისბუქზე-ზე წერს, რითაც გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

„საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ. არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა. მჯერა, ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“, - წერს კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (14.01.2021)
პროვოკატორები შეეცდებიან მუსლიმების ცუდად გამოყენებას.თურქეთი აქეზებს მათ.ჭკუით, ქართველებო! აჭარიდან დაიწყო ჩვენი გაქრისტიანება,ხომ იცით ვისი გორისა ხართ,მუსლიმანობა მტერმა მოგახვიათ თავზე,ახლაც მტერი გიყენებთ ჩვენი ლამაზი სამშობლოს საზიანოდ!

ИНЦИТАТУС   (13.01.2021)
Сениор Кала! Саертод харт азрзе ра хдеба Гуриис им патара софелши? Ик дзалиан феткебади ситуациаа. Им муслимебс мале гамоучндеба патрони. Да дарчебиан сацодави гурулеби гвтис анабара, да ту асе мохда тквенац могицет чаобидан бегемотис амотрева.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×