რეზონანსი
15.01.2021

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა, ასევე იკვეთება ახალი დეტალები, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, რის გამოც ჩვენ გამოძიების ხელახლა დაწყებას ვითხოვთ, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის თქმით, გამოჩნდა ახალი მიმოწერა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრება.

მისივე თქმით, ეს ადამიანი მზად არის, გამოძიებას ადვოკატის თანდასწრებით მიაწოდოს ინფორმაცია.

"საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა, გარდა ამისა, არის გარკვეული მიმოწერა, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმოქმედოს. წინასარ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ჯერ უნდა გადამოწმდეს ეს ყველაფერი და შემდეგ, გამოძიებამ უნდა იმოქმედოს შესაბამისად. აღნიშნულ მიმოწერაში, თამარსა და მეგობარს შორის, მოსალოდნელი საფრთხების შესახებ არის საუბარი. ეს ადამიანი მზად არის გამოძიებას ადვოკატის თანდასწრებით მიაწოდოს ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვითხოვთ, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმებასა და გამოძიების ხელახლა დაწყებას", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos#   (15.01.2021)
ეტყობა კარგათ ვერ დააყრევინა იმ საცოდავმა რაც ფული დაუტოვა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )