რეზონანსი
15.01.2021

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს. ახალი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოს ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ის საბჭოს წევრებმა ერთხმად, ფარული კენჭისყრით 13 ხმით აირჩიეს.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევს. დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა. მოქმედ თავმჯდომარეს, ნანა ხუნჯუას უფლებამოსილება 16 იანვარს ეწურება.

ცნობისთვის, მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიებოს საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანმდებობას იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (15.01.2021)
საიდან მოჰყავთ ეს ნასომხარი იდიოტები,რა უნდა ამას მაგ თანამდებობაზე,დაქცეულია ქვეყანა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )