
თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
რამიშვილი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის.
ადვოკატმა საჩივარს დღეს ერთი მასალაც - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი ფოტოსქრინი დაურთო.
„გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.
პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის „სქრინი", სადაც ის მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს", - ამას წერს ის მეგობარს. კიდევ ბევრი „სქრინი" არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს," - განაცხადა რამიშვილმა.