რეზონანსი
16.01.2021

სამი ადამიანი დაჭრეს გვიან ღამით გურჯაანში. სოფელ ზეგაანში თანასოფლელებს შორის დაპირისპირება

კომენდანტის საათის დროს მოხდა. დაზარალებულებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, სამივე მათგანი ამ დროისთვის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალშია" მოთავსებული.

სამი დაჭრილიდან ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ხოლო დანარჩენი ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქირურგი გიორგი გოგინაშვილის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ზეგაანში მცხოვრებთა ერთ-ერთი ვერსიით, სამივე დაჭრილი ხორცის რეალიზაციას ეწევა და ინციდენტი სწორედ მათ საქმიანობას მოჰყვა.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )