რეზონანსი
16.01.2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით “ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ. იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში“, - წერს კუჭავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )