რეზონანსი
18.01.2021

პირადად არ მქონია გიორგი ვაშაძესთან კომუნიკაცია, მაგრამ ჰქონდათ „გირჩის" ბიჭებს. გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ არა თუ სიამოვნებით შეგვხვდებოდა, არამედ დიდი სიხარულით შეგვხვდებოდა და იმსჯელებდა რაზეც უნდა გვემსჯელა - კრიზისიდან გამოსავალზე და იმ შეთავაზებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს ერთგვარი პლებისციტი, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ორ დღეში მან რადიკალურად შეცვალა პოზიცია. ცოტა გაუგებარია ამ პოზიციის მოულოდნელი ცვლილება, რადიკალურად, 180 გრადუსით. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, არ უნდა ინდივიდუალურად შეხვედრა გიორგი ვაშაძეს? როგორ ფორმატშიც უნდა ისე შეხვდებით. ნებისმიერ ოპოზიციონერს ცალ-ცალკეც შევხვდებით და ერთადაც. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს მხოლოდ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარეობდეს ჩართული კამერებით, შემდეგ ამას სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს. აქ ქვეყნის ბედზე ვლაპარაკობთ, პირადად რაღაც საქმე კი არ მაქვს გიორგი ვაშაძესთან ან ხაზარაძესთან. არ უნდათ პერსონალური შეხვედრები? როგორც უნდათ ისე შევხვდეთ. როგორი ფორმატიც უნდათ, ისეთი იყოს, ყველანი იყვნენ, ბოკერიაც უნდა იყოს. უბრალოდ, გაუგებარია ორ დღეში რატომ ცვლი პოლიტიკოსი პოზიციას. ერთ დღეს რომ აღტაცებული ხარ ამ შეხვედრის პერსპექტივით და ორ დღეში იძახი, რომ ეს არის მიუღებელი. ამ ორ დღეში რა მოხდა ვაშაძის თავს, არ ვიცი",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )