რეზონანსი
18.01.2021

ჩემი პირველი აფეთქება რამაც გამოიწვია, ეს იყო ელჩების საშინელი შეურაცხყოფა მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. რომ იქ ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ და არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. ჩვენ დავინახეთ პროცესი, რომ ელჩები არ არიან ჩვენკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა ამერიკის ელჩი და პარლამენტში შედითო გვითხრა, მაგრამ ეს ტენდენცია მანამდეც ჩანდა. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ამ ქვეყანაში ვენდობი, არის ამერიკის ელჩი და საელჩო.

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. მე ვიცი, რომ თუ რამე გაუჭირდება ამ ქვეყანას, ჩვენ უნდა წავიდეთ და დახმარება ამერიკის ელჩს უნდა ვთხოვოთ. ამ პროცესის განმავლობაში სულ მაინტერესებდა ამერიკის ელჩის აზრი, უცბად დავინახე, რომ ამ პროცესის მონაწილეებს ამერიკის ელჩის აზრი ისე არ აინტერესებთ, როგორც მე. პირველი ჩემი აფეთქება იყო ის, რომ მე არასდროს გადავიკიდებ ამერიკის საელჩოს, არცერთი ოპოზციონერის გამო, რადგან ეს ამ ქვეყნის მომავალია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (19.01.2021)
“იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოჰყვა არჩევნებს, ასევე, იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არა მხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც ძალიან სამწუხაროა”, - ასე შეაფასა დეგნანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები...ჰოდა, ამ ელჩმა ბიძია, ეს გითხრათ ოპოზიციას და აფრიალეთ ყველგან ეს მისი გამონათქვამი და მეტი რა უნდა ეთქვა...გეტყვიან, რომ მაინც შედითო, აბა რა უნდა თქვან...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )