რეზონანსი
19.01.2021

დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ზეწოლას განიცდის ორი პოლიტიკური პარტიისგან და მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი იქნება ერთგვარი ტესტი რამდენად დამოუკიდებლები არიან.

„დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა". აქვთ ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ შევიდნენ პარლამენტში და არ აღასრულონ ნება, რომელიც გამოხატა ამომრჩეველმა. ეს არის ერთგვარი ტესტი, ვინ რამდენად დამოუკიდებელია ამ პოლიტიკური ცენტრისგან, „ნაციონალური მოძრაობისგან" და იმედი მაქვს, ამ ტესტს ვიღაცები ჩააბარებენ. რაც შეეხება კონკრეტულად გიგა ბოკერისთან პრეტენზიებს ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა, გასაგებია, რატომ არ უნდათ ბოკერიასა და სააკაშვილს პარლამენტში შესვლა და კონსტრუქციული პროცესი, რადგან ვერც ერთი და ვერც მეორე, როგორც ლიდერები, ვერ ხვდებიან ამ პარლამენტში, ამიტომ მათთვის სულ ერთია მათი რიგითი წევრები, მაგალითად, არმაზ ახვლედიანი მოხვდება თუ არა პარლამენტში. ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვთ შანსი განვითარების, ყოველგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური და რაციონალური ლოგიკის მიღმა არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მათზე არის სხვა ტიპის ზეწოლა, ბულინგი თუ მორალური შანტაჟი, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ამ პლატფორმების ზეგავლენისგან გათავისუფლებას,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )