რეზონანსი
19.01.2021

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა ბიძის და ბიცოლის მეშვეობით იმ გოგონას დაშინებას ცდილობს, რომელმაც მათ თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა. როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი და საქმის ახალი ფიგურანტი ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელიდან იცნობდნენ.

„ეს ბავშვი თამარის გარდაცვალების შემდეგ დამიკავშირდა, მომიყვა თავისი ისტორია, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს და ბებიასთან ცხოვრობს, ბიძა და ბიცოლა ამ გოგონას ცხოვრებაში უხეშად ერევიან, აბულინგებენ და ბატონ მიხეილს ვთხოვე, ამ გოგონას რაღაცნაირად დავხმარებოდით. აღმოჩნდა, რომ გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები მასთან ჩავიდნენ, ბიძა და ბიცოლა პოლიციაში წაიყვანეს, არ ვიცი იქ რა უთხრეს. სახლში მოსულებმა დაუწყეს დაშინება, სამუდამოდ გამოგამწყვდევენ ციხეში, ტელეფონს წაგართმევენ, არავის არაფერში ჭირდებიო. თამუნა ამ ბავშვს რომ წერდა, ეუბნებოდა, საფრთხე მემუქრება, არ მინდა შენც ჩაგაგდო საფრთხეში, ამიტომ ვშლი მესიჯებსო, ამ ბავშვმა კიდევ იმდენი მოიფიქრა, რომ „დასქრინა" და თავის თავს გაუგზავნა და ისე შემოიტოვა ეს მიმოწერა. მე ვფიქრობ, მარი ფიქრობდა, რომ გამოძიება ჩვენ მხარეს იყო და გამოძიებით დადგინდებოდა ეს ყველაფერი. თავიდან გოგონამ ეს „სქრინი" ჯგუფში დადო და ავაღებინე, რომ საფრთხე არ შექმნოდა. ბიძის და ბიცოლის საშუალებით ცდილობდნენ მარის დაშინებას", - აცხადებს თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )