რეზონანსი
19.01.2021

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის დედის და მისი ადვოკატის ინფორმაციით, გამომძიებლები ემუქრებიან ახალგაზრდა გოგოს, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტია.

საუბარია ბაჩალიაშვილის მეგობარზე, რომელთან მიმოწერის ე.წ. სქრინი ოჯახმა გენერალურ პროკურატურას გასულ კვირას მიაწოდა. ამ საუბარში პროგრამისტი აღნიშნავს, რომ პრობლემები აქვს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის მოსაზრებით, გამოძიება ცდილობს გაამყაროს, მისივე შეფასებით, უკანონო დადგენილების მოტივაცია, რითიც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

"ქმედება ხორციელდება იმის თაობაზე, რომ რაღაცნაირად უნდათ ეს მოწმე და ეს "სქრინი", რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის მაგივრად, რომ მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენ მოგვივიდა დადგენილება, რომ საქმე და ჩვენი საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული. იმის მაგივრად, რომ გამოძიებას და პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ზეწოლაზე საუბრობს ასევე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

"ჩავიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები გუშინ და ბიცოლა და ბიძა წაიყვანეს პოლიციაში და იქ არ ვიცი რა უთხრეს, მოვიდნენ და მერე ამათ დაიწყეს მარის დაშინება, რომ შენ სამუდამოდ ციხეში გამოგამწყვდევენ, ეუბნებოდნენ, რომ ტელეფონს წაგართმევენ და შენ არავის არაფერში არ სჭირდები," - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )