რეზონანსი
19.01.2021

„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, აუცილებლად მშვიდობიანი უნდა იყოს.

როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიციამ მმართველი გუნდის საპასუხოდ ახალი მეთოდი უნდა შეიმუშაოს.

"ბრძოლა, ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, იმიტომ რომ, არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის "ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ისეთი რაღაცეებია გასაკეთებელი, რაც ახალი იქნება და მათთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი იქნება. ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს მეთოდები მშვიდობიანი უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოსულა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (19.01.2021)
არა მგონია ბრძოლა ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი მეთოდით მშვიდობიანი იყოს. ნუ ცდილობთ ახალგაზრდების გამოყენებას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )