რეზონანსი
19.01.2021

პროტესტი იქნება ლეგალური, ლეგიტიმური და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაზაფხულიდან მასობრივი საპროტესტო მოძრაობა იყოს, რათა ხალხმა წართმეული უფლება აღიდგინოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, „ასე ვითარება ვეღარ გაგრძელდება“.

„პროტესტი იყო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე დროს იყო კოვიდთან დაკავშირებული ძალიან სპეციფიური ვითარება, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ცდილობდა, არ გამოსულიყო ქუჩაში, არ ჰქონოდათ კონტაქტი სხვა ადამიანებთან და ასე იცავდნენ თავს, განსაკუთრებით ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომლის სამედიცინო სექტორი აბსოლუტურად არ უზრუნველყოფდა ამ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. თუ ვინმეს ეცოტავება ხალხის რაოდენობა ქუჩაში, ის დაინახავს კიდევ უფრო მეტ ხალხს“,- განაცხადა წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გალელი   (19.01.2021)
რა საპროტესტო აქციებს აანონსებ წიკლაურო? ეს გვინდა ეხლა ხალხს? ახალგაზრდობას რატომ აგიჟებთ თქვენი სისულელეებით? ისევ სისხლი გინდათ და მიტინგობია? ვერ ეღირსებით

1234   (19.01.2021)
ბაიდენის ადმინსტრაციასთან თქვენ სააკას ვერ გაათეთრებთ. ტრამპთან გქონდა კიდევ შანსი. ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოგაშორად ხელისუფლებას და გამხილად კორუფციაში. 2008 წლის სააკას სიბრიყვე და ავანტურაც კარგად ახსოვთ. ამიტომ ნაც მოძრაობს ურჩევნია სააკა და ძველი გვარდია პენსიაზე გაუშვას, თუ ამას უნარი აქვთ და სრულად ალასანია-სააკას კლანის კონტროლის ქვეშ არ არიან.

lia   (19.01.2021)
იქნებ გვერძე გაიწიოთ,სწორედ თქვენს გამო აღარ გამოდის ხოლმე ხალხი გარეთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )