რეზონანსი
20.01.2021

კომპანია „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა.

შემთხვევა თემქის მეთერთმეტე მიკრორაიონში მოხდა.

„ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ - აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოხსნეს, ცენტრალური ონკანი კი არ გადაუკეტავთ. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცენტრაციის შემდეგ, სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე დარეკეს; რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო", - აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისი ენერჯი" მოუწოდებს მომხმარებლებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ასევე ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )