რეზონანსი
20.01.2021

გელათის ტაძარში დროებითი სახურავის გარეშე დარჩენილი ნაწილი, ნალექის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა. დასავლეთის მკლავზე ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექტორების წარმომადგენელი აცხადებს, დღეს დასავლეთის მკლავზე, ალპინისტების დახმარებით განახლდება სამუშაოები და სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება. მისივე თქმით, ტაძარს და ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.

ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებიან ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები. მათი თქმით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, გელათის პრობლემის ლოკალიზება და შემდგომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ამ პრობლემის გადაწყვეტა. თორნიკე ბარათაშვილს არ სჯერა, რომ ახალი კომპანია ამ საქმეს თავს გაართმევს, მეტიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არსებობს კავშირი, კომპანია "ბაგინეთი+"-სა და პროექტის ავტორებს შორის.

გელათში დროებითი გადახურვის ნაწილი უხვი ნალექის შედეგად ორი დღის წინ დაზიანდა. სამუშაოებში ალპინისტები ჩაერთნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )