რეზონანსი
20.01.2021

46 წლის თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი, რევაზ კახმაზოვი, საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გახდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კახმაზოვი რეალურად კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა და ნარკოტიკების სასიკვდილო დოზა შეგნებულად გაუკეთეს.

კახმაზოვი აკონტროლებდა ე.წ. „ობშიაკის" დიდ ნაწილს და ქურდულ სამყაროში ბევრი მტერიც ჰყავდა.

რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის" სახელით იცნობდნენ.

ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი მეუღლე, დანიელა ბონდარენკო, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს ცხოვრების სტილმა იმდენად გაიტაცა, რომ გვარიც კი გადაიკეთა და „კორლეონე" გახდა.

რუსული პრესის ინფორმაციით, წყვილი მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა.

საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრამდე „ლოტკინსკი" საბერძნეთში, კერძოდ - ათენსა და სალონიკში მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა და ყოველთვის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახამდ, რევაზ კახმაზოვი და მისი მეუღლე, დანიელა კორლეონე ფიგურირებენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში.

ირკვევა, რომ კრიმინალური გზით ნაშოვნი თანხის დიდი ნაწილი სწორედ დანიელა კორლეონეს ანგარიშზე ირიცხებოდა.

რუსეთში რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ დაიწყო.

მას ბრალად კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )