რეზონანსი
22.01.2021

იანვრის ბოლოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების მოხსნას გეგმავს. სავარაუდოდ თებერვლიდან გაიხსნება რესტორნები და კაფე-ბარები. ასევე, მუშაობას განაახლებენ ბაზრობები, მოიხსნება კომენდანტის საათიც. ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვა ტრანსპორტზე. შემსუბუქდება ქორწილებსა და ქელეხებზე დაწესებული შეზღუდვები.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.

„იანვრის ბოლოდან მოლები, ბაზრობები, მაღაზიები გაიხსნება. რამდენადაც ვიცი, კომენდანტის საათიც მოიხსნება. რაც შეეხება ტრანსპორტს, იგეგმება მისი რეგულარული ამუშავება, ტრანსპორტში იქნება “რეგულატორი”, რომელიც მგზავრთა რაოდენობას გააკონტროლებს, რათა ტრანსპორტი გადავსებული არ იყოს. 

პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას რესტორნები, კაფეები და ბარები, თუმცა იქნება დაცული დისტანცია და შეიზღუდება იქ მიმსვლელთა რაოდენობა. ქორწილებსა და ქელეხებს რაც შეეხება, შესაძლოა, ამ შეზღუდვის შემსუბუქებაც მოხდეს", - განაცხადა კახაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
...........   (22.01.2021)
მოსახლეობაზეა მეტწილად დამოკიდებული ყველაფერი

გიორგი   (22.01.2021)
მისასალმებელია ეს გადაწყვეიტლება


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )