რეზონანსი
22.01.2021

ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია მოლაპარაკებების ინდივიდუალურად გაგრძელებას აპირებს.

„დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომლებზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი", - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ოპიზიციამ მათ „კოლექტიური სასამართლო“ მოუწყო.

„ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს", - განაცხადა იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიგი   (22.01.2021)
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტრები ეგენი არიან

მარიკა   (22.01.2021)
იყვნენ ეგრე მაგათ ადგილი ისედაც ქუჩაშია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )