რეზონანსი
22.01.2021

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების ტესტირება.

"სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე, სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი,"- განაცხადა განათლების მინისტრმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )