რეზონანსი
23.01.2021

„ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.

როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამთენიისას ჯერ უკრაინაში, შემდეგ ევროპაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა აეროპორტში, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

„ეს ყველაფერი დაემსგავსა იმას, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს განსხვავებულად მოაზროვნე თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. დღეს დილით, აეროპორტში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, პასპორტით, კოვიდტესტით და შესაბამისი ყველა ბილეთით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს. ერთი საათი ველოდე, ბარგი უკვე ჩაბარებული მქონდა, რის შემდეგაც განმიცხადეს, რომ ვერ გავფრინდები. ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც მე გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც შეყვანილია აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გაგიგიათ და არ გაგიგიათ, ყველა, ვისზეც ოდნავ საქმეა აღძრული. იმ ბაზაში ხარ და დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ, რომ გაარკვიონ ამ ადამიანს აქვს მართლა შეზღუდვა თუ შეუძლია გადაადგილდეს. ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მომიხსნა, მაშინ როდესაც პატიმრობაში ვიყავი უკანონოდ. დღეს მე არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია, მიუხედავად ამისა, დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლება გადაადგილების. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი, რაც სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )