რეზონანსი
23.01.2021

ეს არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის და საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის "გმირობების" შედეგად გვაქვს ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ.

"ახლა ეს კაცი ჩემს გვარს ხშირად იმეორებს, ალბათ იშვიათი გვარი რომ არის, ეშინია არ დაავიწყდეს, მაგრამ არც ვიცი საიდან დავიწყო ან რატო უნდა ვაკეთოთ ამაზე კომენტარი, მაგრამ შევეცადოთ მაინც ვამხილოთ -გაეროს სასამართლო ახსენა მან, რომელიც მდებარეობს ჰააგაში და გაეროს სასამართლო ჰააგაში არ არის. ბენსუდას სასამართლო არ არის, არის გაეროს სასამართლო, სადაც საქართველოს მართლაც ჰქონდა დავა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა მართლაც მისი ხელისუფლების დროინდელმა იუსტიციის სამინისტრომ და მართლაც იმ სხდომებზე, ამის ვიდეომასალაც არსებობს, იყო წარდგენილი ქალბატონი თინა ბურჯალიანი. აქამდე ყველაფერი ასე ვთქვათ მის ნარატივში სწორია. ამის შემდეგ ის ამბობს, რომ ეს დავა თინა წულუკიანმა წააგოო, ჯერ მოვიგეთ და მერე წავაგეთ, ჩააბრუნა და წააგოო. არა და დავა 2011 წელს თინა ბურჯალიანმა გაეროს ჰააგის სასამართლოში წააგო, თუ მახსოვრობა არ მღალატობს", - განაცხადა წულუკიანმა "პოსტვის"ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მედეა   (24.01.2021)
ლალი,გეწყინა სიმართლის გაგება? რუსეთს რომ მოუგებ სასამართლოში -ხომაა სასიხარულო? ჰოდა, გაიხარე,ნუ უბრაზდები თეას!

გალელი   (24.01.2021)
ძალიანაც კარგია რომ გვიხსნის ყველაფერს ქ-ნი წულუკიანი,სიმართლე მოსახლეობამ დაზუსტებით ხომ უნდა ვიცოდეთ

***   (23.01.2021)
როდემდე და რისთვის,ამდენი ლანძღვა.არაფრის მომცემი ,მხოლოდ ჭორაობას უფრო გავს.ასე ხალხს აღიზიანებთ.არადა ქვეყანა შიმშილობს,აღარ გვაინტერესებს თქვენი ურთიერთ ინტრიგები.დროა ხალხს მოგვხედოთ თუ რამ შეგიძლიათ,ახალ პარლამენტში ეხლა გამოჩნდება.

ლალი   (23.01.2021)
დაოკდიიიი ქალო ბოლო ბოლო

ИНЦИТАТУС   (23.01.2021)
еС РАГАЦ ЗГАПРЕБС РОШАВС ТАН АЗРЗЕ АРАА, ГАГАНИА ОМИС ДРОС СААКАШВИЛС РА УНДОДА БРДЗОЛИС ВЕЛЗЕ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )