რეზონანსი
23.01.2021

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედა თამარ შალვაშვილი სასამართლოში დაიკითხა.  სასამართლოში გარდაცვლილის დედამ 19 ივნისის ღამე დეტალურად გაიხსენა. ამის შესახებ სიუჟეტი ტვ “პირველმა” მოამზადა.

თამარ შალვაშვილი ბრალდებულებს მკვლელებს უწოდებს და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“მამამისი რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს. ოჯახი გაგვინადგურდა. ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა დარდს. გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც აქვს პროკურატურას. მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას. ჩემთვის ეს 6 ადამიანი მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიშეები. უდანაშაულო ადამიანს მისდევდნენ და არ იცოდნენ, ვის კლავდნენ,”- ამბობს თამარ შალვაშვილი.

სასამართლში ეს თამარ შალვაშვილის პირველი ჩვენება, სადაც ბრალდებულებსაც მიმართა.

“უცხო ხალხი მწერს, ვაკავებ ხალხს, რომელიც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას. მადლობა მომიხადეთ, რომ კანონის ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ ახლა ზიხართ აქ,”- ამბობს თამარ შალვაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )