რეზონანსი
23.01.2021

მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის, ამაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ რევოლუცია არის ერთ-ერთი გზა მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება არაფერს არ დათმობს, თუ ძალა არ დაინახა.

„ზოგადად მგონია, რომ თუ ძალა არ დავანახეთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ცალსახად ეტყობათ, რომ თავში აქვთ ავარდნილი. განცდა აქვთ ახლა, რომ მათ ძალაუფლებას ამ წუთში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები თუ არ დაინახეს ძალა. ამ წუთში მგონია, რომ მათ გადმოსახედიდან ისინი განსაკუთრებულ ზეწოლას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერ გრძნობენ. ამის გამო იყო სასაცილო მთელი ეს პროცესი, თითქოს მათგან რაღაც დათმობებს ელოდებოდეს ოპოზიცია, ახლა არაფერ დათმობაზე ისინი წამსვლელები არ არიან. ამ მოცემულობაში ეს ასე არის. არაფრის დამთმობები არ არიან და თუ ძალა არ დაინახეს, ბევრი ცუდი რაღაცის გამკეთებლები არიან და ეს გვაჩვენეს, ამიტომ რაც არის გასაკეთებელი არის ის, რომ ძალა არის საჩვენებელი. მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. ამაში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ თოხებით და ნაჯახებით გამოვა ხალხი, ზოგადად კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუცია არის ერთ-ერთი გზა, მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე. რევოლუციას დაარქმევ, თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა. სისხლს არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
....   (24.01.2021)
ფუუუ,ამას ხმა როგორ უნდა მისცე ადამიანმა...შარვლის ჩახდა რომ შერჩა ადგილობრივებისგან,ჰგონია რომ მაგარია ეს ფარჩაკი?!

კახელი   (24.01.2021)
ოე მეტრკე

სამადაშვილის ფანი   (24.01.2021)
ეტყობა ამასაც ვიდეო გადაუღეს!

გალელი   (23.01.2021)
არავითარი რევოლუცია! თუ ასეთი ძლიერები ხართ დაიბრუნეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო

ოთო   (23.01.2021)
მიდი ჯაფარ რუსებს ტრაკი აჩვენეთ ამათ ყლე დაანახეთ ცვეტში დაემხობიან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )