რეზონანსი
23.01.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 29 იანვარს გაირკვევა, პირველ ეტაპზე “ფაიზერის” რა რაოდენობას მიიღებს საქართველო.

როგორც გამყრელიძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, ვაქცინის მისაღებად რამდენიმე პირობა აქვს “კოვაქსის” პლატფორმას, რასაც საქართველო აკმაყოფილებს.

“29 იანვარს გადაწყდება ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას Pfizer-ის ვაქცინის. განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, დაახლოებით 40 მილიონი დოზა Pfizer-მა მისცა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. სახელმწიფოს მომართა COVAX პლატფორმამ, რამოდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი. ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კახელი   (24.01.2021)
არც ერთი არ მინდა ჩემს წილს ვისაც უნდა იმას დავუთმობ, სიხარულით.

1234   (23.01.2021)
ნუ აბოლებთ ხალხს! საქართველო პფაიზერს და მოდერს კაი ხანი ვერ მიიღებს. მიბაძეთ რეგიონის, ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს, თურქეთს და აზერბაიჯანს, რომელთაც დაიწყეს ჩინური ვაქცინით აცრა. მდიდარი ქართველები ვაქცინა ტურიზმზე ამერიკაში და ევროპაში გარბიან. დანარჩნებეს მიეცით იმის საშუალება რომ ჩინური ვაქცინა მაინც გაიკეთონ და გადარჩნენ. აგერ თურქეთმა უკვე ერთი მილიონი ადამიანი აცრა. საქართველო რას ელოდება? ტოდრასას თუ ვაქცინის მაპ-ს? https://www.dailysabah.com/turkey/covid-19-vaccinations-in-turkey-exceed-1-million-in-1st-week/news


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )