რეზონანსი
24.01.2021

ექიმი ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავა, რომელიც მოტეხილობას თავისი 300-წლიანი საგვარეულო რეცეპტით მკურანლობდა გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა სახალხო მკურნალი ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავა, ადამიანი რომელმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობის თავისი საგვარეულო რეცეპტით მკურნალობით, ფართოდ გაითქვა სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი.

იგი იყო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ჩინეთ–ისრაელ–ამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. ათწლეულების განმავლობაში ის თავის უნიკალურ მალამოსთან ერთად თავადაც მალამოდ ედებოდა მასთან საშველად მისული ადამიანების სულს, მის უამრავ პაციენტთა შორის იყვნენ ყველაზე ცნობილი ადამიანები. ბიჭიკო ასკურავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დაიბადა. სახალხო მკურნალობა მისი ოჯახური ტრადიცია იყო.

სახალხო მკურნალ ბიჭიკო ასკურავაზე ლეგენდებს ყვებოდენ. საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე ხდებოდა, მოტეხილობის ნიშანწყალიც კი არ რჩებოდა. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლიდა. ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც მიიღო, მისი პაციენტები ერთხმად აღიარებენ მოტეხილობების მკურნალობის ასკურავასეული მეთოდის უპირატესობას“- წერენ სოციალურ ქსელში „ჰო და არა.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )