რეზონანსი
25.01.2021

კლინიკებს ჰქონდათ 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში წარმოადგინეს, ხოლო რამდენიმე დღით ადრე წერილობით დააფიქსირეს მათი საჭიროებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროში დღეს დეტალურად განიხილეს ყველა ის პუნქტი, რომელიც წერილში იყო დასახელებული. „ჩემი დამოკიდებულებაა, რომ უნდა მოხდეს კლინიკების უკეთესად მართვა და გაუმჯობესდეს მენეჯმენტის ხარისხი. პრობლემა ტარიფებთან დაკავშირებით არის გადასახედი, მაგრამ არა სუბსიდირების მიმართულებით, არამედ მეტად უფრო გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკით, რომელიც დღეს კლინიკებს გააჩნიათ", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე კლინიკები დაიწყებენ საკუთარი ხარჯების, შესყიდვებისა და კომუნალური გადასახადების დაფიქსირებას სამინისტროში.

„კლინიკები ამ მონაცემებს გამოგზავნიან ოფიციალურ ინფორმაციას სპეციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, მოხდება ამ საჭიროებების გადახედვა და ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამინისტოში კლინიკების ფინანსურ ჯგუფებთან ერთად გადახედავს სატარიფო პოლიტიკას. მას შემდეგ რაც გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა დადგინდება ის სწორი ფასი, რომელიც დღეს არის ადეკვატური თითეულ მომსახურებაზე. რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს და უზრუნველყოფს კლინიკების ფინანსურ საჭიროებას და სახელმწიფოს თავის მხრივ არ ექნება სუბსიდირების ვალდებულება. ეს პროცესი იქნება კიდევ უფრო პარტნიორული და გამჭვირვალე, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პარტნიორისთვის", - აღნიშნა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )