რეზონანსი
26.01.2021

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

„მსურს მოგახსენოთ, რომ ირანში ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში შევძლებთ მის შეძენასა და ერთობლივი წარმოების დაწყებას“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ყასემ ჯანბაბაეიმ განაცხადა, რომ თეირანი კომპანია „ასტრაზენეკასგან“ ვაქცინის შეძენას განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )