რეზონანსი
27.01.2021

პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა პანდემიის პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მერა პანდემიის დაწყების დღიდან ახორციელებს.

კალაძემ წარმოადგინა ციფრები, თუ რამდენ ოჯახს გაუწიეს თანადგომა პანდემიის მეორე ტალღის დროს.

„თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, პროდუქტები 18 ათას ოჯახში მივიტანეთ. ბიზნესის მხარდაჭერითა და თანადგომით 4 200 ოჯახზე იყო შესაძლებელი დახმარების გაწევა. მე კარგად მესმის არსებული ვითარება. მდგომარეობა. გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია, გამოწვევა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ადამიანების ჯანმრთელობა", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )