რეზონანსი
27.01.2021

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდებულია, ყველა დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს და პასუხისმგებლობა აიღოს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და გელათის რეაბილიტაციის დროს მთელი სისტემის ჩავარდნა ეღიარებინა, რის გამოც უნიკალური ფრესკები დაზიანდა.

„მათი მოქმედებები კვლავ თვალთმაქცურია. სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა დააკისრონ შემსრულებელ კომპანიებს. ამის მაგალითია ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანიები და გელათში სამუშაოების გაგრძელება ახალ კომპანიას, „ბაგინეთი +" მიანდო. ეს არანაირად არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს: ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩართული იყო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კრახით დასრულდა. უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +"-ის შერჩევა, ვინ და რა წესით შეამოწმა მისი კომპეტენცია, რომ სწორად აწარმოოს სამუშაოები და არ დაუშვას იმავე, რაც უკვე მოხდა; როცა მივიღეთ უმძიმესი შედეგები გელათში. სწორედ იმიტომ, რომ სააგენტომ არ განახორციელა მონიტორინგი სამუშაოებზე, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ იგივე სააგენტოს და იგივე ხელმძღვანელობის პირობებში, ახლა დაცულები ვართ სააგენტოს გულგრილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულებისაგან გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ?

ამ და სხვა კითხვებით მე დღეს ოფიციალურად მივმართავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ასევე გავიმეორებ იმას, რაზეც გასული წლის ივლისიდან მოვუწოდებდით სახელმწიფოს: გელათის რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მე უკვე მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კულტურის სამინისტროს. გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ - ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება. თუ დღეს არ დავიცავთ ჩვენს მემკვიდრეობას, ხვალ დასაცავიც აღარაფერი გვექნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (27.01.2021)
Гелатис гамремонтебели сакартвелоши ар моидзебнеба, ег ки арада карг картвели еровнебис мецагес (сапожник) вер ипови. Асевеа небисмиер схва сфероши; дургали, харати, мгебави (маляр), тердзи (портнои) да а.ш. усасрулобис чатвлит. Цадит ахла сомхетши да чамоасахлет 0,5 милиони земот чамотвлили професиебис ахпера-хелоснеби, Агмашенебелс схва ки арафери укниа. Ту ерти сицруец иповот ам чемс "шемокмедебаши" мландзгет рамдениц гиндат, хмас ар амовигеб.

ლერი სვანი   (27.01.2021)
ჩამირიცხეთ თანხა და მე გავარემონტებ,


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )