რეზონანსი
28.01.2021

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და

ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა უკვე მკაცრ „ლოქდაუნზე" გადადის, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული.

„იცით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება და „ლოქდაუნი" ცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია არის დაწყებული, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების შემსუბუქებასთან კავშირში არ არის. შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი უნდა იყოს ვაქცინაციის დასრულების შემდეგ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (28.01.2021)
რა გინდა თქვათ დიდო მეცნიერო.სამუდამოდ გვკეტავთ.რის და ვის იმედად.ვაქცინა დღემდე ვერ შემოვიტანეთ და საერთოდ შემოიტანთ.პირველი კვარტალი და ასე შემდეგ...???

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )