რეზონანსი
28.01.2021

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.

„ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულადამოვწურეთ. მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად" - აღნიშნა მიხიელ სადრაძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი გამოძიების მიმართული არის უკვე დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს.

„დღეს ერთი პირი უკვე იმყოფება გამოკითხვაზე. აქტიურად ვახორციელებთ საგამოძიებო მოქმედებებს და შესაბამისი შედეგების თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას" - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )