რეზონანსი
22.02.2021

დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და მცირე ბიზნესის დახმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

დეპუტატი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს მთავრობას მცირე ბიზნესის დახმარებისა და გადარჩენისთვის.

„საკითხი ეხება საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ვინაიდან, რეალურად, დე ფაქტო ფორს-მაჟორია, კიდევ რაღაც ტიპის შეღავათებზე ვიფიქროთ მცირე ბიზნესზე. როდესაც თვეში მილიონს შოულობ და დღეს გადახვედი 100 ათასზე, ვერ გრძნობ იმდენად გაჭირვებას, მაგრამ როცა სულ 1000 ლარს შოულობ, ისიც აღარაა და კრედიტი გაქვს 30 ათასი ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად ბინა არის ჩადებული, ეს გაცილებით მტკივნეულია, უფრო მძიმეა. ამიტომ რა გეგმები გვაქვს მცირე ბიზნესის გადარჩენისთვის, რადგან მათზე დგას საქართველოს მომავალი და ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )