რეზონანსი
23.02.2021

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ნისან ინფინიტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 3 დამიანი დაშავდა.

ერთი 25 წლის დაშავებული ახალგაზრდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწესებულების ანესთეზოლოგ რეანომატოლოგის, გიგა ნერგაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ორი დაშავებული კაცი სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )