რეზონანსი
26.02.2021

პარლამენტის ეზოში მხოლოდ სახანძროს რამდენიმე მანქანაა, განსაკუთრებული არაფერი ხდება - არ მგონია, დღევანდელი აქცია განსხვავებული იყოს იმისგან, როცა ბატონი უგულავა 15 ადამიანთან ერთად დადიოდა რუსთაველზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რაიმე განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ღუდუშაურის თქმით, თუ მისი მიზანი ციხეში მემუარების წერა ან განათლების გაღრმავებაა, ამაში ვერავინ შეზღუდავს.

"პროკურატურა გამოთქავამს მზადყოფნას, რომ მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ გვესმის იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას. დესტრუქციული ძალები არიან და სურთ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? - არ აპირებს და თუ მდგომარეობა არის რომ მიეცეს თვითგვემას, მისი მიზანი თუ არის, რომ იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაააააა...   (26.02.2021)
სად პოულობენ ესეთ მარგალიტებს?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )